საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საგარეჯოში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს გაეცნო

საქარველოს პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე საგარეჯოში 31 ოქტომბერს დაგეგმილ შუალედურ საპარლამენტო არჩვნებში მონაწილე მაჟორიტარობის კანდიდატებს - „საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან“ ირმა ინაშვილსა და კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ თამარ ხიდაშელს შეხვდა.
 
კახა კოჟორიძემ კანდიდატებთან შეხვედრისას რაიონში წინასაარჩევნო ვითარება განიხილა და მათგან მოისმინა საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებული პოზიცია იმ დარღვევებისა და პრობლემების შესახებ, რომელიც კანდიდატების  აზრით მეორე მხარის ქმედებებშია.
 
შეხვედრისას ასევე საუბარი შეეხო სპეციალურ სიაში საგარეჯოს რაიონში არარეგისტრირებული სამხედრო პირების შეტანის საკითხს. პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებით ამ თემაზე არსებული ბუნდოვანი კანონმდებლობა საჭიროებს შეცვლას და სასურველია, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისათვის მაინც მოხერხდეს ამ კონკრეტული დებულებების გამოსწორება და გაუმჯობესება.
 
კანდიდატებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს პრეზიდენტს და კახა კოჟორიძეს დაინტერესებისა და რაიონში შექმნილი წინასაარჩევნო გარემოს გაცნობისათვის.