საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი უმცირესობების საკითხებში იორმუღანლოს სოფლებს ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი იორმუღანლოს სოფლებს ეწვია. თემთან შეხვედრისას მათ იორმუღალოში მომხდარი რამდენიმე მძიმე ინციდენტი განიხილეს. როგორც სიოფიო შამანიდმა განაცხადა, თემის წარმომადგენლები და აღსაკალები გმობენ იორმუღანლოში მომხდარ ინციდენტებს და ამბობენ, რომ სოფელი გატეგორიულლი წინააღმდეგია ქალების მიმართ ძალადობის. მათ ასევე ისაუბრეს ადრეული ქორწინების საკითხზე და ხელისუფლებას ამ პრობლემის გადაჭრის მიმართულებით დახმარება სთხოვეს.
პრეზიდენტის მრჩეველი ასევე ეწვია იმ 21 წლის ახალგაზრდის ოჯახს, რომელიც არასრულწოვანი გოგონას გატაცების მცდელობის გამო მოკლეს. ადრეული ქორწინების წინააღმდეგ სოფლის მოსახლეობასთან ერთად დაიგეგმა რამდენიმე ღონისძიება.
სოფიო შამანიდთან ერთად იორმუღანლოს სოფლებში პარლამენტარი ალი მამედოვი, იმამი იასინი, საგარეჯოს საკრებულოს წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.