საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა მონაწილეობა მიიღო ორდღიანი სემინარში „NATO-ს დღის წესრიგი და პოლიტიკა“

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ მონაწილეობა მიიღო ორდღიანი სემინარში „NATO-ს დღის წესრიგი და პოლიტიკა“, რომელზეც იგი დამსწრეთა წინაშე სიტყვით წარსდგა. თენგიზ ფხალაძემ NATO-საქართველოს ურთიერთობის, NATO-ს უელსის სამიტის შედეგების, საქართველოსა და რეგიონის წინაშე მდგარი უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების შესახებ ისაუბრა. იგი შეეხო საქართველოს NATO-ში ინტერგრაციის პერსპექტივებსა და იმ ნაბიჯებს, რომლებიც ამ პროცესის დაჩქარებას შეუწყობს ხელს.
ღონისძიება „გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის“ ორგანიზებით NATO-ს სამეკავშირეო ოფისში გაიმართა საქართველოს რეგიონების წარმომადგენლებისთვის. სემინარის ძირითადი მიზანი იყო რეგიონის მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირთა და არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმირება ასპირანტი ქვეყნების მიმართ NATO-ს პოლიტიკის შესახებ. 
სემინარში მონაწილეობა ასევე მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინიტროს, NATO-ს შტაბბინის (ბრიუსელი), NATO-ს სამეკავშირეო ოფისისა და გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლებმა.