საქართველოს პრეზიდენტის - საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანება N3


N  3        2015 წლის     15  ივნისი    ქ. თბილისი
 
საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ
 
 
 
1. ქ. თბილისში 2015 წლის 13-14 ივნისს სტიქიური უბედურებით  გამოწვეულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, გამოყენებულ იქნეს საქართველოს სამხედრო ძალების ქვედანაყოფი - საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეროვნული გვარდია.
 
2. ეს ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
 
 
 
გიორგი მარგველაშვილი