საქართველოს პრეზიდენტის - საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანება N6

საქართველოს პრეზიდენტის-
 
საქართველოს სამხედრო ძალების
 
უმაღლესი მთავარსარდლის
 
ბრძანება
 
 
 
N6 2015 წლის 24 ივლისი ქ. თბილისი
 
 
 
საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ
 
 
 
1.  გურჯაანის მუნიციპალიტეტში 2015 წლის 22-23 ივლისს სტიქიური უბედურებით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით, საქართველოს კონსტიტუციის მე-100 მუხლის პირველი პუნქტისა და " სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, გამოყენებულ იქნეს საქართველოს სამხედრო ძალების ქვედანაყოფი- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის ასი სამხედრო მოსამსახურე და ხუთი ერთეული საავტომობილო ტექნიკა.
 
2.  ეს ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
 
გიორგი მარგველაშვილი