საქართველოს პრეზიდენტის - საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანება N4

N4      2015 წლის      16 ივნისი      ქ. თბილისი
 
 
 
საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ
 
 
 
1. ქ. თბილისში 2015 წლის 13-14 ივნისს სტიქიური უბედურებით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, გამოყენებულ იქნეს სახმელეთო ჯარები.
 
2. ეს ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.                                            
 
გიორგი მარგველაშვილი