საქართველოს პრეზიდენტის - საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანება N2


N2      2015 წლის      14 ივნისი      ქ. თბილისი
 
 
 
საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ
 
       
 
1.         ქ. თბილისში 2015 წლის 13-14 ივნისს სტიქიური უბედურებით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, გამოყენებულ იქნეს საქართველოს სამხედრო ძალების შემდეგი ქვედანაყოფები:
 
ა) საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების საინჟინრო ბრიგადა;
 
ბ) საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა;
 
გ) ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა.
 
2. ეს ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
 
 
 
                                     
 
     გიორგი მარგველაშვილი