საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ამერიკის ახლადდანიშნული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია გაიმართა
საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს აშშ-ს ახლადდანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იან კელიმ რწმუნებათა სიგელები გადასცა.ცერემონიის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. მხარეებმა საქართველო - ამერიკის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
საუბარი ასევე შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, რეგიონული თანამშრომლობის პრობლემატიკას და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს.
„მოხარული ვარ, რომ კვლავ ვიმყოფები საქართველოში. ჩემთვის დიდი პატივია, რომ საქართვერლოს პრეზიდენტმა ასე სწრაფად მიმიღო, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ დიდ მნიშვნელობას, რომელიც ენიჭება ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს.
ჩვენი შეხვედრის დროს განვიხილეთ უსაფრთხოების, ეკონომიკის, ვაჭრობის და კულტურის საკითხები. მათ შორის საქართველოს განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობის საკითხიც. აღვნიშნეთ, რომ ძალზე მნიშვნელოვანია კავშირების გაღრმავება ამ და სხვა სფეროებში.
ასვე ვისაუბრეთ იმ მნიშვნელობაზე, რომელიც ენიჭება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას“,- განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იან კელიმ.