საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკაში სამუშაო ვიზიტი შეაფასა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ამერიკაში სამუშაო ვიზიტი შეაფასა. 
 
,,საქართველოს სჭირდება აქტიური საგარეო პოლიტიკა. ჩემი შეხვედრები ნიუ-იორკში ევროპელ ლიდერებთან, ათეულობით შეხვედრა ვაშინგტონში და საჯარო გამოსვლები ემსახურებოდა სწორედ ამ მიზანს. დარწმუნებლი ვარ, რომ შედეგად, ქართული თემატიკა გააქტიურდება დასავლეთის დედაქალაქებში, “- აღნიშნა საქრთველოს პრეზიდენტმა.