საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტი დაიწყო
გიორგი მარგველაშვილი ქართულ დელეგაციასთან ერთად ნიუ-იორკში გამოფენა-გაყიდვა Discover Georgia-ს დახურვას დაესწრო.Chelsea Market-ში გამოფენა სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, წარმოდგენილი იყო ქართული პროდუქცია, ხალხური რეწვის ნიმუშები, თანამედროვე დიზაინერების პროდუქცია და ხელნაკეთი ნივთები.
საქართველოს პრეზიდენტმა სტენდებზე წარმოდგენილი პროდუქცია დაათვალიერა და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის გამოფენები ქვეყნის პოპულარიზაციას და საექსპორტო პოტენციალის გაზრდას ემსახურება.
„მნიშვნელოვანი გამოფენაა და იგი ხელს უწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას შეერთებულ შტატებში. მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი მოვიდა დახურვის ცერემონიაზე და პირადად ესაუბრა იმ ბიზნესმენებს და პოტენციურ მომხმარებლებს, რომლებიც შემდგომში შეიძლება დაინტერესდნენ.“- აღნიშნა პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა.