საქართველოს პრეზიდენტმა არარეზიდენტი ელჩები მიიღო
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს არარეზიდენტი ელჩები მიიღო. გიორგი მარგველაშვილს რწმუნებათა სიგელები კონგოს რესპუბლიკის, ზამბიის, ბურუნდის, საუდის არაბეთის სამეფოს, იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს და კვიპროსის რესპუბლიკის ელჩებმა გადასცეს.რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა არარეზიდენტ ელჩებს არაფორმალურ გარემოში უმასპინძლა. გიორგი მარგველაშვილმა დიპლომატებს შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.