საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიის კურსანტებსა და პროფესორებს სიტყვით მიმართა

მოგესალმებით ყველას!
 
სიტყვას დავიწყებ სანაპირო დაცვის აკადემიის დიდებული საზოგადოებისადმი მადლიერების გამოხატვით, რომელიც საპირო დაცვის სწავლებისათვის დიდებულ ადგილს წარმოადგენს არა მხოლოდ შეერთებული შტატებისთვის, არამედ  საქართველოსთვისაც.
 
ნება მომეცით მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ ასეთ კარგი მეგობრები ხართ იმ ქართველებისთვის, რომლებიც თქვენთან ჩამოდიან ცოდნის მისაღებად, თქვენ კი, მათ უმაღლესი დონის რეალური წვრთნის შესაძლებლობებს აძლევთ.
 
თქვენ გაგვიღეთ გულები, რადგან, ის რაც ჩვენ ვნახეთ, დღეს აქ, ამ მშვენიერ კამპუსში, გამოხატულება იყო იმისა, თუ როგორ შეუძლია ტრაგედიას და დანაკარგს მოიტანოს ნაყოფად მომავალი მეგობრობა და აღზარდოს ისეთი გრძნობები, როგორიცაა ერთმანეთის სიყვარული და პატივისცემა.
 
ამ კამპუსში გყავთ და  გყავდათ  ქართველი სტუდენტები. ისინი ჩემი ქვეყნის საუკეთესო ელჩები არიან, რადგანაც ყოველდღიურად გაჩვენებენ ჩვენი ხალხის ღირებულებებს და  გაჩვენებენ, თუ რამდენად ერთგულები ვართ ამ ღირებულებების შენარჩუნების.
 
მაგრამ, ამასთან ერთად, მინდა, გაგიზიაროთ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზი, თუ რატომ მივდივართ ჩვენ - ქართველები და ამერიკელები ხელიხელჩაკიდებულები და ვაკეთებთ დიდებულ საქმეებს ერთობლივად.
 
ესაა სამხედრო უნიფორმაში გამოწყობილი ქალებისა და კაცების დიდი გამოცდილება, რომლებიც მსახურობენ ავღანეთში და ემსახურებიან მეტი სტაბილურობის მოტანას და მშვიდობიანი მომავლის დადგომას მილიარდობით ადამიანისთვის მსოფლიოში.
 
იმ ურთიერთობებმა, რომლებიც წლობით შენდებოდა საქართველოს და შეერთებული შტატების ჯარის ერთობლივი მსახურებით, ამ ორ ერს შორის დიდებული ხიდი შექმნა.  სისხლმა, რომელიც დაიღვარა ბრძოლის ველზე, ამ ორი დიდი ერის უფრო ღრმა პარტნიორობა, უფრო მეტად გაერთიანება მოიტანა.
 
და რატომაა ასე, რომ პატარა საქართველომ, რომელიც 3,5 - 4 მილიონიანი ქვეყანაა, რომლის ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია და მის მიწა -წყალზე უცხო ჯარია განლაგებული და სუპერძალამ, როგორიცაა შეერთებული შტატები, ერთმანეთი იპოვეს როგორც მოკავშირეებმა ბრძოლის ველზე?
 
მე გეტყვით რატომ - იმიტომ რომ, ქართველებმა იციან მშვიდობის ფასი, ისევე როგორც თავისუფლების ფასი.  და მათ იციან ამის ფასი იმდენად, რამდენადაც თქვენ, ამერიკელები აფასებთ ამას. ამიტომაც, პატარა ქვეყანა, რომელსაც თავისი პრობლემები გააჩნია, რომელსაც საკუთარი დაბრკოლებები აქვს გადასალახი, ათობით წელია მხარდამხარ დგას ამერიკის შეერთებული შტატების სამხედროების გვერდით, წირავს საკუთარ სისხლს, ხორცს და სულს იმ დიდებული საერთო მიზნებისათვის.
 
ასე რომ, ჩვენი ქვეყნის ზოგიერთი საუკეთესო სტუდენტი თქვენთან ერთად იწრთვნება აქ. ისინი დაბრუნდებიან საქართველოში და იმსახურებენ ჩვენი ქვეყნისათვის და ჩვენი ქვეყნების მომავალი პარტნიორობისთვის.
 
ის პირადი ურთიერთობები, რომლებსაც თქვენ აქ აშენებთ, ძალიან მნიშვნელოვანია და ისინი მთელი თქვენი ცხოვრება გაგრძელდება.
 
მე იგივე გამოცდილება მაქვს. მეგობრები, რომლებიც კამპუსში შევიძინე, გახდნენ მეგობრები, რომელთან ერთადაც მე ვაშენებდი ჩემს მომავალს, საქმიანობას და კარიერას. ამიტომაც, მე მჯერა, რომ ჩვენს მიერ გაზიარებული ურთიერთობები,  ძალიან მნიშვნელოვანი, მომავალი პოლიტიკური, მეგობრული და ასავე პროფესიული თანამშრომლობის დასაწყისი გახდება.
 
ასე, რომ ნება მომეცით, ერთხელ კიდევ გადაგიხადოთ მადლობა იმ დიდი გამოცდილებისთვის, რომელიც მე მივიღე აქ. იმ დიდებული მაგალითისთვის, თუ როგორ შეუძლია ტრაგედიას საფუძველი დაუდოს პოზიტიურს, თუ ეს მოხდება პოზიტიურ და შესაბამისად ორიენტირებულ საზოგადოებაში.
 
მე მინდა გამოვთქვა იმედი, რომ ჩვენი პარტნიორობა გაფართოვდება და გაღრმავდება.
 
გმადლობთ.