საქართველოს პრეზიდენტმა პორტუგალიაში, კუბასა და მექსიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა 2015 წლის 29 ივლისს ხელი მოაწერა განკარგულებებს სამ სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების დანიშვნის შესახებ.
 
ქვეყნის პირველი პირის განკარგულებათა მიხედვით 2015 წლის 1 აგვისტოდან მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე ინიშნება ზურაბ ერისთავი, ასევე 2015 წლის 15 სექტემბრიდან კუბის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე გია ნიკოლაიშვილი, ხოლო 2016 წლის 1 იანვრიდან პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე რევაზ ბეშიძე დაინიშნა.
 
გიორგი მარგველაშვილმა ახლადდანიშნულ ელჩებთან შეხვედრები გამართა და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.