საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს ყურბან–ბაირამი მიულოცა
ძვირფასო თანამოქალაქენო, გულითადად გილოცავთ ყურბან-ბაირამს -მშვიდობის, იმედის, თანადგომის, მოყვასზე ზრუნვისა და სიკეთის გამარჯვების დიდ დღესასწაულს.ვუერთდები თქვენს ზეიმს და ბედნიერებას, სულიერ სიმშვიდესა და კეთილდღეობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს.