საქართველოს პრეზიდენტმა სემეკის წევრობის სამი კანდიდატი შეარჩია

საქართველოს პრეზიდენტმა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის  წევრობის  სამი კანდიდატი შეარჩია.
 
საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობას პარლამენტში წარსადგენად სთავაზობს დავით ასლანიშვილის, გიორგი ფანგანის და მარინა გულედანის კანდიდატურებს.
 
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის  წევრობის კანდიდატები საზოგადოებას დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა წარუდგინა.
 
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტს შეეძლო ერთპიროვნულად დაესახელებინა სამივე კანდიდატი, მან რჩევისა და კონსულტაციისათვის ექსპერტებს და დარგის სპეციალისტებს  მიმართა - ისევე როგორც ეს იყო ეროვნული ბანკის, უზენაესი სასამართლოს, ცესკოს შემთხვევაში. ეს არის იმ გამჭვირვალე პროცესის გაგრძელება, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტმა ჩაუყარა საფუძველი.
 
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის  წევრობის კანდიდატების შერჩევის პროცესში მონაწილეობდა 20 ექსპერტი.
 
სემეკის წევრობის მსურველი 35 კანდიდატიდან ექსპერტებმა შეარჩიეს  და პრეზიდენტს ელექტრონული ფორმით, დამატებითი რეკომენდაციებით 9 კანდიდატი წარუდგინეს.
 
რის შემდეგაც პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნულ 3 კანდიდატთან დაკავშირებით“, - აღნიშნა აბაშიშვილმა, რომელიც პრეზიდენტის დავალებით ოთხი თვის განმავლობაში  თავად ხელმძღვანელობდა კანდიდატების შერჩევის პროცესს.
 
როგორც ცნობილია, ვაკანტურია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის  ორი წევრის თანამდებობა, ერთ წევრის უფლებამოსილება კი მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს იწურება.
 
პრეზიდენტის მიერ შერჩეული კანდიდატების მოკლე ბიოგრაფიული ცნობები:
 
დავით ასლანიშვილი  - ეკონომიკის დოქტორი, თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ფინანსებისა და საბანკო საქმის კათედრის ასისტენტ პროფესორი, ამავე დროს საბროკერო კომპანია შპს“საქართველოს საინვესტიციო ჯგუფი პლიუსი“-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და პარტნიორი.
 
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტები, 1996-1999 იყო ამავე უნივერსიტეტის ასპირანტი.
 
2012 – 2015 წწ სწავლობდა საქართველოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის საქართველოს უნივერსიტეტის დოქტორანტურაში.
 
სხვადასხვა წლებში სწავლობდა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის (ვაშინგტონი) ენგალიჩევის სახელობის ეკონომიკურ და პოლიტიკურ სისტემათა ინსტიტუტში, კარლოსის უნივერსიტეტში (პრაღა) და მაკ რობინსონის ბიზნეს კოლეჯში (ჯორჯიის უნივერსიტეტი).
 
გამოქვეყნებული აქვს 300 მე მეტი ნაშრომი ეკონომიკისა და ფინანსების კუთხით. მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერი კონფერენციებსა და საგრანტო პროექტებში, გავლილი აქვს საერთაშორისო დონის ტრენინგები და კურსები, იყო სხვადასხვა სამეცნიერო საბჭოებისა და სარედაქციო კოლეგიების წევრი.
 
პროფესიულ საქმიანობას ეწევა 1994 წლიდან, წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავა სს“რუსთავის მეტალურგიულ კომბინატში“, „ვაგონმშენებელთა ჰოლდინგში“, შპს“საქართველოს საინვესტიციო ჯგუფში“ და სს „თიბისი ბანკში“.
 
1998 წლიდან ეწევა აკადემიურ საქმიანობას სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში.
 
მარინა გულედანი
 
1994-1999 წწ. განათლებით იურისტი, საერთაშორისო სამართლის ბაკალავრი-თსუ,
 
2000-2001 წწ. საერთაშორისო ბიზნეს სამართლის მაგისტრი (ლეიდენის უნივერსიტეტი, ნიდერლანდები).
 
დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის უნივერსიტეტების სამაგისტრო ლექციების კურსდამთავრებული (ნოტინგემის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი და ლოიოლას უნივერსიტეტი, ჩიკაგო, აშშ).
 
15 წლიანი სამუშაო გამოცდილება ენერგეტიკის სექტორში, ფასიანი ქაღალდების, საბანკო, საფინანსო, საინვესტიციო და კორპორატიული სამართლის დარგებში.
 
15 წლიანი სამუშაო და თანამშრომლობის გამოცდილება დონორ ორგანიზაციებთან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, ძირითადი ფოკუსით ენერგეტიკის სექტორზე (KfW, USAID, EBRD, WB/IFC, ADB).
 
10 წლიანი სამუშაო გამოცდილება საინვესტიციო-საბანკო სფეროში და კაპიტალის ბაზრისა და სტრუქტურული ფინანსური პროდუქტების ცოდნა.
 
ბიზნეს სამართლის, ფასიანი ქაღალდებისა და ფინანსური ბაზრების რეგულირების, საერთაშორისო კომერციული/სავაჭრო სამართლის დარგებში სალექციო კურსების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განხორციელების 15 წლიანი გამოცდილება.
 
სხვადასხვა დროს, მიწვეული ლექტორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კავკასიის უნივერსიტეტში (ბიზნესის სკოლა, სამართლის სკოლა და გრენობლის ბიზნეს ადმინისტრაციის ორმაგი სამაგისტრო პროგრამა), ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტში საბაკალავრო, ბიზნესის ადმინისტრირების და სამართლის სამაგისტრო პროგრამებზე. ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს სრულყოფილად.
 
გიორგი ფანგანი  - განათლება - 2000-2005  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო; საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი; სპეციალობა იურისტი; დიპლომი წარჩინებით;
 
1998-1999  International Language school; ბირნმუთი, ინგლისი, სერტიფიცირებული;
 
1997-1998  TOMER, ენის ლიცეუმი; ანკარა, თურქეთი, სერტიფიცირებული;
 
სამუშაო გამოცდილება:
 
03.2012- დღემდე  საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია( სემეკ), მეთოდოლოგიური უზრუნველყოფისა და მომსახურების ხარისხის კონტროლის დეპარტამენტი; დეპარტამენტის დირექტორი
 
07.2010-03.2012 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ)
 
მეთოდოლოგიური და ინფორმაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი; დეპარტამენტის უფროსი
 
08.2008-07.2010 სს “თელასი“, იურისტი
 
06.2008-08.2008 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ)
 
მეთოდოლოგიური და ინფორმაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი; მეთოდოლოგიური სამმართველოს უფროსი
 
06.2007-06.06.2008 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ)
 
იურიდიული დეპარტამენტი; მთავარი იურისტი
 
08.2006-06.2007 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ)
 
იურიდიული დეპარტამენტი; უფროსი იურისტი
 
10.2005-08.2006 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ)
 
იურიდიული დეპარტამენტი; სტაჟიორი
 
ენები: ინგლისური, რუსული, თურქული.