საქართველოს პრეზიდენტმა ცესკო-ს წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე პარლამენტს ორი კანდიდატურა წარუდგინა

ცესკო-ს წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო  კოდექსის“ მე-12 მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს ორი კანდიდატურა - ლევან ტურაშვილი და ზურაბ ხრიკაძე წარუდგინა. შესაბამისი წერილი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან პარლამენტში დღეს გაიგზავნა.  
კანდიდატთა შესარჩევი ღია კონკურსი 4 ნოემბერს გამოცხადდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სულ შემოვიდა 18 განაცხადი, რომელთაგან კომისიამ შეარჩია და საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინა სამი კანდიდატურა. საქართველოს პრეზიდენტმა ორი კანდიდატურა, კანონმდებლობის შესაბამისად, შვიდი დღის ვადაში წარუდგინა ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს.
საკონკურსო კომისია დაკომპლექტებული იყო ექვსი წევრისგან, რომელთაგან სამი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი იყო, ხოლო სამი  - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი.