საქართველოს პრეზიდენტს ბრაზილიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა
საქართველოს პრეზიდენტს ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში სისერო მარტინს გარსიამ რწმუნებათა სიგელები გადასცა.შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მხარეებმა საქართველოსა და ბრაზილიას შორის არსებულ ურთიერთობაზე და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. საქართველოს პრეზიდენტმა სისერო მარტინს გარსიას საქმიანობაში წარმატება უსურვა.