საქართველოს პრეზიდენტს იტალიის ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ  რწმუნებათა სიგელები გადასცა.
 
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მხარეებმა საქართველო - იტალიის ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.