საქართველოს პრეზიდენტს ლიტვის ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა


ქვეყნის პირველ პირს ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში გიედრიუს პოაჯუნასმა რწმუნებათა სიგელები გადასცა.
 
სიგელების გადაცემის ცერემონიის დასრულების შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა გიედრიუს პოაჯუნასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. მხარეებმა საქართველოსა და ლიტვას შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაძლიერების საკითხებსაც შეეხო.
 
საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის ახალ ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.