საქართველოს პრეზიდენტს შვეიცარიის კონფედერაციის ახლადდანიშნულმა ელჩმა საქართველოში რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, დღეს, შვეიცარიის კონფედერაციის ახლადდანიშნულმა ელჩმა ლუკას ბეგლინგერმა რწმუნებათა სიგელები გადასცა.
 
რწმუნებათა სიგელების გადაცემის შემდეგ, გიორგი მარგველაშვილსა და ლუკას ბეგლინგერს შორის შეხვედრა გაიმართა. საუბრისას ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის სხვადსხვა სფეროებში არსებული ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებს. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა შვეიცარიის ელჩს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.