საქართველოს პრეზიდენტს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა დახმარება აღუთქვა
ანკარა, 14 ივნისი 2015
საქართველოს პრეზიდენტს მის აღმატებულება გიორგი მარგველაშვილს
ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო მეგობარო,
დიდი მწუხარებით შევიტყვე თბილისში მომხდარი სტიქიის შესახებ, რაც გახდა 12 ადამიანის დაღუპვის, მრავალი ადამიანის დაკარგვისა და მნიშვნელოვანი ეკონომიკური დანაკარგის მიზეზი.
ღმერთმა ნათელში ამყოფოს ამ სამწუხარო შემთხვევის დროს დაღუპული ჩვენი ძმების სულები, თურქი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით მინდა მივუსამძიმრო მათ ოჯახებს, თქვენ და თქვენი სახით, სრულიად ქართველ ხალხს.
ჩემი ნატვრაა, რომ დაკარგულები უვნებლად იყვნენ ნაპოვნი უმოკლეს დროში.
დარწმუნებული იყავით, რომ თურქეთი მზადაა ამ საკითხში აღმოუჩინოს ყველა სახის დახმარება საქართველოს.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გადმოგცეთ სალამი და საუკეთესო სურვილები.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი
თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი