საქართველოსა და ყირგიზეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და ყირგიზეთის პრეზიდენტ ალმაზბეკ ატამბაევს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
 
ორი ქვეყნის ლიდერებმა ორმხრივი ურთიერთობის აქტუალური საკითხები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.