საქართველოსა და მოლდოვას პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტ ნიკოლაე ტიმოფტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.საქართველოს პრეზიდენტმა დაინტერესება გამოხატა მოლდოვაში მიმდინარე პროცესების მიმართ.
„საქართველოს და მოლდოვას ბევრი საერთო გამოწვევა აქვს და კარგი იქნება, თუ ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდება“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა სატელეფონო საუბრისას.
ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის საუბარი ასევე შეეხო, მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს, რომელიც მიმდინარე წლის ნოემბერში იგეგმება.