საქართველოს პრეზიდენტი გორის საკათედრო ტაძარში აგვისტოს ომში დაღუპულების ხსოვნის პატივსაცემად აღმართულ წირვას დაესწრო

2008 წლის აგვისტოს ომიდან ათი წლისთავზე საქართველოს პრეზიდენტი გორში, ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში აღმართულ წირვას დაესწრო.
წირვა ომში დაღუპულების ხსოვნის პატივსაცემად გორის საკათედრო ტაძარში მეუფე ანდრიასთან ერთად ექვსმა მიტროპოლიტმა აღავლინა.
წირვის დასრულების შემდეგ გორისა და ატენის მიტროპოლიტმა პრეზიდენტს საჩუქრად ხატი გადასცა.
დღესვე გიორგი მარგველაშვილმა გორში, ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და გარდაცვლილების ხსოვნას პატივი მიაგო.