საქართველოს პრეზიდენტი ქართველ ხალხს სამივე სახეობის ანბანის მსოფლიო აღიარებას ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოსახლეობას UNESCO- ს მიერ ქართული ანბანის არამატერიალურ-კულტურულ მემკვიდრეობათა ნუსხაში შეტანა მიულოცა.“ვულოცავ ქართველ ხალხს სამივე სახეობის ქართული ანბანის მსოფლიო აღიარებას,
UNESCO- ს მიერ მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანას.
ჩვენი მისიაც ჩვენი წინაპრების იმ საქმიანობის გაგრძელებაა, რომლითაც ისინი ქართულ ანბანს უფრთხილდებოდნენ და საუკუნეების განმავლობაში თაობიდან თაობას გადასცემდნენ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.