საქართველოს პრეზიდენტი შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს შვეიცარიის ეროვნულ დღესასწაულს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს ალან ბერსეს შვეიცარიის ეროვნულ დღესასწაულს ულოცავს
 
„თქვენო უდიდებულესობავ,
ჩემთვის დიდი პატივია მოგილოცოთ შვეიცარიის ეროვნული დღესასწაული.
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველო უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს თქვენს ქვეყანასათან, როგორც ძლიერ პარტნიორთან, მეგობრულ და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის განვითარებას. ღრმად მწამს, რომ საქართველოს და შვეიცარიას შორის არსებული ისტორიული კავშირები და უძველესი მეგობრობა კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება ჩვენი ქვეყნების საკეთილდღეოდ.
მსურს გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის და ასევე შვეიცარიის, როგორც მედიატორი ქვეყნის, მნიშვნელოვანი ძალისხმევისთვის საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში.
თქვენო უდიდებულესობავ, გთხოვთ მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა. ვუსურვებ მეგობარ შვეიცარიელ ხალხს სიმშვიდესა და კეთილდღეობას“, - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის მისალოც წერილში.