საქართველოს პრეზიდენტი სომეხ კოლეგას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

თქვენო აღმატებულებავ,
ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, მსურს გულითადად მოგილოცოთ სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენის დღე.
სომეხმა ხალხმა უამრავი გამოწვევა გამოიარა რათა აეშენებინა წარმატებული და დამოუკიდებელი სახელმწიფო. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და აღვნიშნო, რომ საქართველოსა და სომხეთის მეგობრობა ღრმა ისტორიულ და კულტურულ ტრადიციებს ეფუძნება. მჯერა რომ, საერთო ძალისხმევით, ჩვენ შევძლებთ ჩვენი ქვეყნების წინაშე არსებული სირთულეების დაძლევას და მომავალში ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ.
თქვენო აღმატებულებავ, ნება მიბოძეთ კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა და გისურვოთ თქვენ და მოძმე სომეხ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა.