საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს დახმარებას სთავაზობს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ქვეყანაში ვირუსული გრიპის ინფექციის გამო შექმნილი სირთულეების დასაძლევად მზადაა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ავტობომილებით დაეხმაროს.
 
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი უკვე ესაუბრა ჯანმრთელობის დაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს და შესაბამისი საჭიროების შემთხვევაში, მზადყოფნა გამოთქვა, რომ სამინისტროს ადმინისტრაციის სამსახურებრივი ავტომობილები დროებით დაუთმოს.