საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება N 330
N 330 2018 წლის 22 აგვისტო ქ. თბილისი
„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უძრავი ქონების წინასწარი რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 21 ივნისის N326 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უძრავი ქონების წინასწარი რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 21 ივნისის N326 ბრძანებულება.
მუხლი 2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2018 წლის 8 აგვისტოდან.
გიორგი მარგველაშვილი