საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება N 467
„საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის განკარგვის პროცესში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 9 ოქტომბრის N412 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის განკარგვის პროცესში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 9 ოქტომბრის N412 ბრძანებულებაში (www.matsne.gov.ge, 16/10/2014, 190020070.08.002.016960) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულებით დამტკიცებული წესის:
- მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
- ადმინისტრაციაში შემოსული განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის შესწავლა-დამუშავებას, სისტემატიზაციასა და შენახვას უზრუნველყოფს საორგანიზაციო მართვისა და კოორდინირების დეპარტამენტი (შემდეგში - დეპარტამენტი).“.
- მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
- დაფინანსების შემთხვევაში, ადმინისტრაცია დეპარტამენტის მეშვეობით უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს დაფინანსების მიზნობრივად ხარჯვის მონიტორინგი.
- ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ფუნქციის უზრუნველსაყოფად, დეპარტამენტი უფლებამოსილია დაფინანსებული პირებისაგან მოითხოვოს დაფინანსების მიზნობრივად ხარჯვის შესახებ შუალედური ან/და საბოლოო ინფორმაცია.“.
- 2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
- გიორგი მარგველაშვილი