საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება N 501
„შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის N120 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის N120 ბრძანებულებაში (www.matsne.gov.ge 27/03/2014, 010210000.08.002.016923) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების უზრუნველ-საყოფად, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 78-ე მუხლის გათვალისწინებით, დამტკიცდეს თანდართული შეწყალების წესი.“.
მუხლი 2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.
გიორგი მარგველაშვილი