საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება N 521
„შეწყალების საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 26 ნოემბრის N928 ბრძანებულებაში
ცვლილების შეტანის თაობაზე
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „შეწყალების საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 26 ნოემბრის N928 ბრძანებულებაში (www.matsne.gov.ge, 29/11/2013, 010220020.08.002. 016899) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შეიქმნას შეწყალების საკითხთა კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ზვიად ქორიძე | - | ჟურნალისტი, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი, კომისიის თავმჯდომარე |
ლია მუხაშავრია | - | იურისტი, უფლებადამცველი |
ვასილ (ბასა) ჯანიკაშვილი | - | მწერალი, დრამატურგი |
რევაზ კიკნაძე | - | სსიპ - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატო-რიის რექტორი |
კონსტანტინე ჯანდიერი | - | მწერალი |
გივი შაჰნაზარი | - | მწერალი |
მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) |
- |
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი |
ნინო კიკნაძე | - | იურისტი |
არინა თავაქარაშვილი | - | პედაგოგი.“. |
მუხლი 2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გიორგი მარგველაშვილი