საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება N 9

N 9       2018 წლის      15 იანვარი       ქ. თბილისი
 
 
„საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 10 ივნისის №237 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 10 ივნისის №237 ბრძანებულებაში (www.matsne.gov.ge, 10/06/2014, 010110000.08.002.016938) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-19 მუხლს დაემატოს 31 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„31. კომისიის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. N2 (იუსტიციის სახლი).“.
მუხლი 2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
 
 
გიორგი მარგველაშვილი