საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება N41

„შეწყალების საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 26 ნოემბრის N928 ბრძანებულებაში
 
ცვლილების შეტანის თაობაზე
 
 
 
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „შეწყალების საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 26 ნოემბრის N928 ბრძანებულებაში (www.matsne.gov.ge, 29/11/2013, 010220020.08.002. 016899) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 
„1. შეიქმნას შეწყალების საკითხთა კომისია შემდეგი შემადგენლობით:
 
ზვიად ქორიძე -ჟურნალისტი, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი, კომისიის თავმჯდომარე
 
ლია მუხაშავრია -იურისტი, უფლებადამცველი
 
ეკა გიგაური -„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქარ-თველოს“ აღმასრულებელი დირექტორი
 
ვასილ (ბასა) ჯანიკაშვილი -მწერალი, დრამატურგი
 
რევაზ კიკნაძე -სსიპ - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატო-რიის რექტორი
 
კონსტანტინე ჯანდიერი -მწერალი
 
უჩა ნანუაშვილი -საქართველოს სახალხო დამცველი
 
გივი შაჰნაზარი -მწერალი
 
მიტროპოლიტი 
თეოდორე (ჭუაძე) -სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი
 
ნონა გაფრინდაშვილი -ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში
 
ზაზა ფირალიშვილი -ფილოსოფოსი, პროფესორი.“.
 
მუხლი 2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
 
 
 
 
 
 
 
გიორგი მარგველაშვილი