საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა მთავრობის ადმინისტარციის უფროსს ოფიციალური წერილით მიმართა

საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს მიმართა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის უახლოესი სხდომის დღის წესრიგში გათვალისწინებული და განხილული ქნას შემდეგი საკითხი: „ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, კანონიერების, საზოგადოებრივი წესრიგის და დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანობა და უახლოეს მომავალში გასატარებელი ღონისძიებები“.
"აღნიშნული საკითხის საქართველოს მთავრობის სხდომაზე განხილვას დაესწრებიან საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დათუნა რაქვიაშვილი, ასევე ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრები", - აღნიშნულია წერილში.

საქართველოს პრეზიდნტის დავალებით, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა მთავრობის ადმინისტარციის უფროსს ოფიციალური წერილით მიმართა