საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N 04/11/01

N 04/11/01   2016 წლის  4  ნოემბერი  ქ. თბილისი


ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით
დაჯილდოების შესახებ
 
 ქართული დიპლომატიის განვითარების, საქართველოს საგარეო პოლიტიკის წარმატებით განხორციელებისა და ქართული სახელმწიფოებრიობის გაძლიერების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და აღმატებული ღვაწლისათვის სიკვდილის შემდეგ ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დაჯილდოვდნენ:
რევაზ ადამია - საქართველოს საგანგებო და სრულ-უფლებიანი ელჩი
გიორგი ბურდული - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
ლევან მიქელაძე - საქართველოს საგანგებო და სრულ-უფლებიანი ელჩი.
 
 
გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება