საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N 11/04/03

საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
 
 
  1. „შოთა რუსთაველის სახელობის, ვაჟა-ფშაველას სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების გაცემის მიზნით კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 23 მარტის N104 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული პრემიის მინიჭების ღონისძიებათა უზრუნველყოფისა და ლაურეატობის კანდიდატთა გამოვლენის მიზნით, დამტკიცდეს საქართველოს ეროვნული პრემიის კომისია (შემდეგში - კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
  2.  
ქეთევან ერემაძე
  • -
იურისტი, კომისიის თავმჯდომარე
ალექსანდრე თევზაძე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე
გიორგი ზვიადაძე - სსიპ - საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე
გიორგი კვესიტაძე - სსიპ - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი
დავით ყოლბაია - ორიენტალისტი
რომან შაქარიშვილი - ნევროლოგი
ვახტანგ ლიჩელი - არქეოლოგი
გიორგი ღაღანიძე - ეკონომისტი
ნოდარ ცინცაძე - ფიზიკოსი, აკადემიკოსი.


2. კომისია საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
 

გიორგი მარგველაშვილი