საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N 24/10/02

საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი უფლებამოსილების საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნისათვის დელეგირების შესახებ
 
„ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგა­ნული კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში „საქართველოს ერო­ვ­ნული უში­შ­რო­ების სა­ბ­ჭოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართვე­ლ­ოს პრეზი­დენტის 2014 წლის 25 მარტის N114 ბრძანებულებით დამ­ტკი­ცებული დებულების პირველი მუხლის მე-5 პუნქტით გათვა­ლი­სწინებუ­ლი უფლე­ბა­მოსილებების განხორციელების მიზნით, ბრძანების გამოცემის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს პრე­ზი­დენტის თანაშემწეს ეროვ­ნუ­ლი უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდი­ვანს - დათუნა რაქვიაშვილს.
 
 
გიორგი მარგველაშვილი


საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება