საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N 26/04/01

„საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 11 აპრილის N11/04/03 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე   
 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 11 აპრილის N11/04/03 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „შოთა რუსთაველის სახელობის, ვაჟა-ფშაველას სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების გაცემის მიზნით კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 23 მარტის N104 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული პრემიის მინიჭების ღონისძიებათა უზრუნველყოფისა და ლაურეატობის კანდიდატთა გამოვლენის მიზნით, დამტკიცდეს საქართველოს ეროვნული პრემიის კომისია (შემდეგში - კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

ქეთევან ერემაძე    -    იურისტი, კომისიის თავმჯდომარე
ალექსანდრე თევზაძე   -  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე
ავთანდილ კასრაძე  -  სსიპ - საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავ-მჯდომარის მოადგილე
გიორგი კვესიტაძე  -  სსიპ - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი
თემურ ნანეიშვილი  -  სსიპ - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი
დავით ყოლბაია    -  ორიენტალისტი
რომან შაქარიშვილი -  ნევროლოგი
ვახტანგ ლიჩელი    -  არქეოლოგი
გიორგი ღაღანიძე    -     ეკონომისტი.“.
 
 
 
გიორგი მარგველაშვილი