საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N 30/01/03

N 30/01/03    2017 წლის     30   იანვარი    ქ. თბილისი
 
კონსტანტინე ქავთარაძის კანადაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩისა და საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში (ICAO) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ
 
„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, დაინიშნოს კონსტანტინე ქავთარაძე კანადაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში (ICAO) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე 2017 წლის 1 მარტიდან.
 
 
                                
გიორგი მარგველაშვილი