საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N24/05/03

N24/05/03      2018 წლის      24 მაისი      ქ. თბილისი
 
საქართველოს ეროვნული პრემიის მინიჭების შესახებ
 
„შოთა რუსთაველის სახელობის, ვაჟა-ფშაველას სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების გაცემის მიზნით კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 23 მარტის N104 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატის წოდება მიენიჭოთ:
         
ბესიკ იაშვილს - ნაშრომისთვის „თერმული დაზიანებანი და პლასტიკური ქირურგია“;
         
ერეკლე გამყრელიძეს - შრომათა ციკლისათვის „საქართველოსა და მისი მოსაზღვრე ხმელთაშუა ზღვის (ალპურ-ჰიმალაიური) კოლიზიური სარტყლის გეოლოგიურ-ტექტონიკური აგებულებისა და გეოდინამიკური ევოლუციის კვლევა თეორიულ და გამოყენებით ასპექტში“.
         
 
გიორგი მარგველაშვილი