საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინტერვიუ საერთაშორისო მაუწყებელთან “დოიჩე ველე”
- ჩემს წინაშეა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბატონო პრეზიდენტო, მოგესალმებით გადაცემაში და გმადლობთ, რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე. საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. რა არის საქართველოს სტრატეგია სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეინტეგრაციასთან დაკავშირებით?
ოკუპაცია, რეალურად, დაიწყო 90-იანი წლების დასაწყისში, საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესის დაწყებისთანავე, დაახლოებით 26 წლის წინ, მაშინ, როდესაც საქართველომ გამოაცხადა თავისი დამოუკიდებლობა და აირჩია დამოუკიდებლობის გზა.
90-იანი წლების დასაწყისში, თავიდანვე, მოხდა ის, რასაც ჩვენ ახლა ვუწოდებთ და განვსაზღვრავთ, როგორც ჰიბრიდულ ომს. მოხდა ის, რაც ახლა ძალიან ნაცნობია ევროპული აუდიტორიისთვის, ის, რაც ხდება აღმოსავლეთ უკრაინაში – ჰიბრიდული ომი, სადაც ფიგურირებს რუსეთის სამხედრო ინტერესი და მხარდაჭერა არა რეგულარული სამხედრო ძალებით, არამედ ჰიბრიდული ომის სახით. შესაბამისად, ეს რეგიონების ოკუპირებულია 90-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული.
2008 წელს ეს პროცესი გაგრძელდა რუსეთის რეგულარული სამხედრო ძალების შემოსვლით ამ რეგიონების ტერიტორიაზე, შესაბამისად, მათი ოკუპაციით და ორ კვირაში ამ, ეგრეთ წოდებული სახელმწიფოების დამოუკიდებლობის გამოცხადებით.
- ჩემი კითხვა შემდგომში მდგომარეობს – რას აკეთებს საქართველო, რა არის საქართველოს სტრატეგია, კონკრეტულად რას აკეთებთ, რათა აღადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა და მოახდინოთ ამ ტერიტორიების საქართველოსთან რეინტეგრაცია.
რუსეთს აქვს განვითარების პერიოდები, განვითარების აგრესიული პერიოდები, რომლებიც ზოგჯერ, შეიძლება ითქვას, უფრო კონსტრუქციულია. რა უნდა გააკეთოს ნებისმიერმა იმ ქვეყანამ, განსაკუთრებით ამ პრობლემატურ სამეზობლოში, რომელსაც საქმე აქვს რუსეთთან? ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა არ წამოვეგოთ ნებისმიერი სახის პროვოკაციაზე და შევინარჩუნოთ სიმშვიდე ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან, რომელსაც გააჩნია უზარმაზარი სამხედრო და ბირთვული ძალა. ფრთხილად ყოფნა ძალიან ყურადღებით ყოფნას ნიშნავს. იმისათვის, რომ არ აღმოვჩნდეთ რაიმე სახის კონფლიქტში რუსეთის ფედერაციასთან.
- აქვს თუ არა საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, ამ ტერიტორიების რეინტეგრაციის სტრატეგია. თქვენ, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, გაქვთ, თუ არა მიზნად დასახული ამ ტერიტორიების დაბრუნება. ყველამ იცის, რომ ეს ტერიტორიები კონტროლდება რუსეთის მიერ, მაგრამ რეალურად, მათ დასაბრუნებლად, თქვენ არაფრის გაკეთება შეგიძლიათ.
- რას გულისხმობთ ისტორიულ მომენტში?
- ბატონო პრეზიდენტო, როდესაც ბერლინის კედელზე საუბრობთ, თქვენ ისტორიაზე მიუთითებთ. თანამედროვე სიტუაციაზე თუ ვისაუბრებთ, გულისხმობთ თუ არა, რუსეთის ამჟამინდელი რეჟიმის დაცემას?
- ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი ამბობს, რომ ის, რაც მოხდა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, ძალიან განსხვავდება იმისგან, რაც მოხდა ყირიმში, როდესაც 2014 წელს რუსეთმა მოახდინა მისი ანექსია. იზიარებთ, თუ არა მოსაზრებას, რომ ეს ორი შემთხვევა განსხვავებულია, თუ თვლით, რომ ერთნაირი სიტუციებთან გვაქვს საქმე?
- თქვენი მოსაზრება მაინტერესებს...
- გულისხმობთ, რომ რეაქცია არასაკმარისად მკაცრი იყო?
- კი მაგრამ, ბატონო პრეზიდენტო, მე გკითხეთ, ეს ორი შემთხვევა ერთნაირია, თუ განსხვავებული...
ეს არის კრემლის მიერ დეკლარირებული პოლიტიკა. ამ მხრივ, ეს ორი შემთხვევა ერთნაირია. ამასთანავე, ეს არის მოქმედი პოლიტიკა. ვერ ვიქნებით დარწმუნებულნი, რომ მსგავსი რამ არ განმეორდება რუსეთის სამეზობლოს სხვა ადგილებში. სხვათა შორის, რუსეთს აქვს ყველაზე გრძელი საზღვარი მსოფლიოში. ალბათ, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, თუ რამდენი პოტენციური პრობლემა შეიძლება წარმოიქმნას ამის გამო.
- ბატონო პრეზიდენტო, რა სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღო საქართველომ, როგორც ქვეყანამ – დაუახლოვდეს ევროკავშირს და მათ ცხოვრებას, თუ გააუმჯობესოს ურთიერთობები რუსეთთან?
მაგრამ მე არ ვეთანხმები იმას, რომ ევროკავშირთან ან ნატოსთან თანამშრომლობა რუსეთის საგარეო პოლიტიკური ინტერესებზე იერიშის მიტანას გულისხმობს. არ ვეთანხმები ამას. 10 წლის ან კიდევ უფრო ნაკლები – 7 წლის წინ, რუსეთსა და ნატოს შორის ძალიან ინტენსიური ფორმატი არსებობდა. რუსეთს, როგორც ქვეყანას, უზარმაზარი ინვესტიციები აქვს ევროპაში და მჭიდროდ თანამშრომლობს მასთან. რუსეთი ევროპის ენერგეტიკული პოლიტიკის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ეს ხომ რეალობაა, რომ ევროპასთან კონფრონტაციის გამო რუსეთი, სულ მცირე, ეკონომიკურად მაინც ზიანდება? პოლიტიკურ ზიანზე საუბარიც ზედმეტია. რა პრობლემები შეიძლებოდა რუსეთს შექმნოდა ევროპასთან თანამშრომლობის გამო?
- მე არ ვსაუბრობ რუსეთზე, მე საქართველოზე ვლაპარაკობ. როგორია თქვენი სტრატეგია – ევროკავშირთან თანამშრომლობა, თუ რუსეთთან?
- ბატონო პრეზიდენტო, შეიცვალა თუ არა რუსეთთან დაკავშირებული სტრატეგია მიხეილ სააკაშვილის, თქვენი წინამორბედის, შემდგომ?
ვგულისხმობ იმას, გაქვთ თუ არა უფრო რბილი დამოკიდებულება რუსეთთან.
ჩვენ გვაქვს ფრთხილი, თავშეკავებული დამოკიდებულება რუსეთთან მიმართებაში. მაგრამ, არასოდეს დაგვივიწყებია პრინციპები და მთავარი იდეა, რომ საქართველო არის თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფო, არჩეული აქვს ევროპული და ევროატლანტიკური გეზი. საქართველო ავითარებს სახელმწიფოებრიობას და საქართველო არის და იქნება დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო. ეს პრინციპები არასოდეს დარღვეულა. მაგრამ, არ დავიწყებ პოლიტიკის დეტალურ შედარებას. ჩვენ ძალიან ვფრთხილობთ რუსეთთან ურთიერთობაში. სწორი პოლიტიკაა, იყო ძალიან ფრთხილი, როდესაც საქმე გაქვს აგრესიულ, ბირთვული ძალის მქონე მეზობელთან. ეს ხომ აშკარაა.
- როგორია პუტინის იმიჯი საქართველოში.
- მაინტერესებს იმიტომ, რომ ვიცი, ხალხს აქვს წვდომა ყველა რუსულ ტელეარხებზე.
ქართველებს აქვთ არჩევანი იმისა, თუ როგორ გამოხატონ საკუთარი აზრი. ინტერვიუს დაწყებამდე მე თქვენ გიყვებოდით, რომ თვალს ვადევნებ რუსულ მედიას, როგორც პოპულარულს, ასევე ნაკლებად პოპულარულს. ჩვენ გვაქვს ეს წვდომა. მაგრამ ჩვენ ყოველთვის ევროპას ვირჩევდით.
საქართველოს პარლამენტის ნებისმიერი შემადგენლობა, საქართველოს ძირითადი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, დამოუკიდებლობის მიღების მომენტიდან ნებისმიერი ფორმის დაწესებულება, რაც კი გვქონია, ასე თუ ისე, თავისუფლებისაკენ მიმართული იყო და ირჩევდა ევროპულ გზას. მაგრამ, ამასთანავე, ჩვენი მოსახლეობა მხარს უჭერს რუსეთთან არსებული სიტუაციის დარეგულირებას.
- მე დაგისვით შეკითხვა პუტინის იმიჯთან დაკავშირებით. რამდენადაც ვხვდები, არ გსურთ ამაზე საუბარი.
- როგორია თქვენი პირადი დამოკიდებულება?
- თქვენ საუბრობდით მედიის თავისუფლებაზე საქართველოში და საქართველოში განვითარებულ დემოკრატიაზე, მაგრამ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, მათი წარმომადგენლები და ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ ზოგიერთი მედიასაშუალება განიცდის ზეწოლას და რომ სახელმწიფოს სურს, წამყვანი მედია საშუალებების გაკონტროლება. ნიშნავს, თუ არა ეს იმას, რომ საქართველო უკან იწევს დემოკრატიისგან?
- რას გულისხმობთ? პუტინიც ასე ამბობს და შესაბამისად, ყველა მედიასაშუალების გასაღები ჯიბეში უდევს, თქვენც იმავეს ფიქრობთ?
იმ მომენტებში, როდესაც მე მქონდა განცდა, რომ გარკვეული ადმინისტრაციული რესურსები იხარჯებოდა მედიის გასაკონტროლებლად, ჩემს აზრს ძალიან ღიად ვაფიქსირებდი. ასე ხდება ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში. მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის ლიდერმა უნდა დაიცვას მედია.
ანუ ზეწოლა არ ხორციელდება?
მსოფლიოში არ არსებობს არცერთი ქვეყანა, სადაც არ არსებობს ზეწოლის მცდელობები, თუ ამ საკითხებს დიდი ყურადღება არ ეთმობა. მთელს მსოფლიოში, მათ შორის განვითარებულ დემოკრატიებშიც, თუ საზოგადოება არ არის ყურადღებით და არ არის მზად, დაიცვას ჟურნალისტები, არ არის მზად დაიცვას ალტერნატიული პოზიცია, თუ საზოგადოება არ არის მზად ხმა აიმაღლოს მაშინ, როდესაც ძალაუფლების მქონე ადამიანები სხვადასხვა მეთოდებით, იქნება ეს ფინანსების თუ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, ცდილობენ, ზეწოლა მოახდინოს მედიაზე, პრობლემები ყველგან შეიქმნება. ზუსტად ამას ვამბობ, რომ იყო გარკვეული სირთულეები, რაზეც ხალხმა მოახდინა ძალიან აქტიური რეაგირება. ეს განსაკუთრებით ჟურნალისტებს ეხება.
- თქვენს კონსტიტუციაში არის ჩანაწერი, რომლის თანახმადაც ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის კავშირი. რატომ გაქვთ მსგავსი ჩანაწერი კონსტიტუციაში?
- კი, მაგრამ, როგორია თქვენი პირადი მოსაზრება? თქვენ ხართ კონსტიტუციის აღსრულების გარანტი. როგორია თქვენი შეფასება?
- ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ნამდვილი ძალაუფლება საქართველოში ბიძინა ივანიშვილის ხელშია კონცენტრირებული. ეს მართალია?
- ვინ არის მოქცეული მისი გავლენის ქვეშ?
- ვვარაუდობ, რომ ისინი მე არ დამელაპარაკებიან.
- რეალურად, არის თუ არა ის ძალაუფლების მქონე ფიგურა პოლიტიკური თვალსაზრისით?
- ანუ, თქვენ ამ გავლენას ვერ გრძნობთ?
- სავარაუდოდ, თქვენ თვალს ადევნებთ თქვენი წინამორბედის, მიხეილ სააკაშვილის, პოლიტიკურ კარიერას უკრაინაში. თქვენი აზრით და შეფასებით, რა პოლიტიკური პერსპექტივები აქვს მას უკრაინაში?
უკრაინა არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, სახელმწიფო, რომელსაც რუსეთთან ურთიერთობის ისეთივე მწარე გამოცდილება აქვს, როგორიც საქართველოს. ძალიან მეგობრული სახელმწიფოა და მე, როდესაც ვლაპარაკობ როგორც პრეზიდენტი, და არა როგორც მოქალაქე, რომელსაც, ამასთან დაკავშირებით, აქვს პირადი მოსაზრებები და გრძნობები, ვთვლი, არ უნდა ჩავერთო ამ დისკუსიაში. ვუსურვებ უკრაინას, გააძლიეროს დემოკრატია, გაამყაროს მის მიერ არჩეული ევროატლანტიკური გეზი. ვუსურვებ უკრაინას, რომ უკრაინელი პოლიტიკოსები აქტიურად ემსახურებოდნენ თავიანთ ეროვნულ ინტერესებს.
- მაშინ, მოდით, ვილაპარაკოთ მიხეილ სააკაშვილის, თქვენი წინამორბედის, პოლიტიკურ მემკვიდრეობაზე და დანატოვარზე აქ, საქართველოში. როგორია მისი წვლილი?
- მაშინ, მომავალზე ვილაპარაკოთ. რა გეგმები გაქვთ 2018 წელთან დაკავშირებით? აპირებთ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი იყაროთ?
- ანუ, ჯერ გადაწყვეტილება არ მიგიღიათ?
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინტერვიუ საერთაშორისო მაუწყებელთან “დოიჩე ველე”