საქართველოს პრეზიდენტმა ლევან ბოძაშვილი შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა, დღეს, ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად შვეიცარიის კონფედერაციიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე, ლევან ბოძაშვილი დაინიშნა.
ლევან ბოძაშვილი 2015 წლის ივნისიდან დღემდე არის საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე.
შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს ახლადდანიშნული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მუშაობას 2017 წლის 20 ოქტომბრიდან შეუდგება.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება