სოფიო შამანიდი ახალგაზრდა სომეხ, ებრაელ და რომა ლიდერთა სემინარის მონაწილეებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი ახალგაზრდა სომეხ, ებრაელ და რომა ლიდერთა სემინარის მონაწილეებს შეხვდა, რომელიც თბილისსა და ახალქალაქში 2014 წლის 21-26 ოქტომბერს გაიმართა. სემინარის მუშაობაში 42 წარმომადგენელი მონაწილეობდა ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან.
პრეზიდენტის მრჩეველი მათ საქართველოში უმცირესობების მდგომარეობის შესახებ ესაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება ბოშათა პრობლემებზე გაამახვილა. შეხვედრა ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა.
სემინარის ორგანიზატორები არიან სომხური საერთო საქველმოქმედო კავშირი, უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრი (ECMI), ებრაელ სტუდენტთა ევროპული კავშირი (EUJS), რომა ორგანიზაციების ქსელი (ERGO Network) და კულტურულ–საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრი „ჰაიარტუნ“.