სოფიო შამანიდი კათოლიკურ ეკლესიაში საზეიმო ლიტურგიას დაესწრო და მრევლს ქრისტესშობის დღესასწაული მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი სოფიო შამანიდი ქრისტეშობის საზეიმო ლიტურგიას ღვთისმშობლის ამაღლების სახელობის თბილისის კათოლიკურ ეკლესიაში დაესწრო და საზეიმო ლიტურგიაზე დამსწრე მრევლს პრეზიდენტის მილოცვა გააცნო. პრეზიდენტის მრჩეველმა ლიტურგიის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის მილოცვა კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსს ჯუზეპე პაზოტოს პირადად გადასცა.
“პრეზიდენტის სახელით მინდა მივულოცო ჩვენს თანამემამულეებს, ვინც დღეს აღნიშნავს შობის დღესასწაულს, შობა. ვუსურვო მათ კეთილდღეობა, ჯანმრთელობა, ბედნიერება, მშვიდობა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. პრეზიდენტმა 2018 წელი გამოაცხადა თავისუფლების წლად, თავისუფლება არის ყოველდღიური ბრძოლა თავისუფლებისთვის, ჩვენი საკუთარი უფლებისთვის, მე მინდა მოგიწოდოთ, რომ არ დავიღალოთ ამ ბრძოლაში,”- განაცხადა სოფიო შამანიდმა.
სადღესასწაულო მესა საქართველოში კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელმა ჯუზეპე პაზოტომ ჩაატარა.