სოფიო შამანიდი ხულოს მოსახლეობას შეხვდა

პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი ხულოს მოსახლეობას შეხვდა.
სოფიო შამანიდი ხულოს რაიონის სამუფტოსა და მეჩეთებს ეწვია, მოინახულა ხულოში არსებული პანსიონები, სადაც სხვადასხვა სოფლიდან ჩამოსული ახალგაზრდები ცხოვრობენ, გაეცნო მათ კურიკულუმებსა და მუშაობის პრინციპს. პრეზიდენტის მრჩეველი ასევე სრულიად საქართველოს მუსლიმთა კავშირის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებმაც  ბათუმის მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებული პრობლემები გააცნეს.