სოფიო შამანიდი სომეხთა სამოციქულო ეკლესიის წინამძვარს ეპისკოპოსს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი სომეხთა სამოციქულო ეკლესიის წინამძვარს ეპისკოპოს ვაზგენს და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ვიკარს არქიმანდრიტ ბაბკენ სალბიანს შეხვდა და სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები სომხური მოსახლეობის პრობლემებზე იმსჯელეს. მათი თქმით, ერთ-ერთი საკითხი, რომელიც დღემდე არ არის სათანადოდ მოგვარებული, სახელმწიფო ენის არცოდნაა. სოფიო შამანიდის განცხადებით, სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ზომების მიუხედავად, სამცხე-ჯავხეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი დღემდე არ ფლობს ქართულ ენას.
ამას გარდა, შეხვედრისას საქართველოში არსებული სომხური ეკლესიების მდგომარეობაზე ისაუბრეს.