სოფიო შამანიდი ციურიხის უნივერსიტეტის პროფესორებს და დოქტორანტებს შეხვდა

პრეზიდეტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი ციურიხის უნივერსიტეტის პროფესორებს და დოქტორანტებს შეხვდა.
 
სოფიო შამანიდი მათ საქართველოში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების პრობლემებზე ესაუბრა, ასევე მათ ჩართულობაზე ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და იმ პროექტებზე, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეთნიკურ უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ახორციელებს.