სოფიო შამანიდმა ტოლერანტობის დღე ადიგენში აღნიშნა

პრეზიდენტის მრჩეველმა ეთნიკური უმცირესობების საკითხებში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე ადიგენის რაიონში აღნიშნა. სოფიო შამანიდმა ჭელას მეჩეთი და მშენებარე ეკლესია მოინახულა. პრეზიდენტის მრჩეველი ადგილობრივ  მუსლიმ მოსახლეობასაც შეხვდა და მათ პრობლემებს პირადად გაეცნო.
სოფიო შამანიდი მოხესაც ესტუმრა, სადაც ცოტა ხნის წინათ ადგილობრივმა მუსლიმმა მოსახლეობამ სოფლის ცენტრში არსებული სადავო ნაგებობის დემონტაჟი გააპროტესტა, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით შენობის დემონტაჟი შეჩერდა, ხოლო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შენობის წარმომავლობის დადგენა დაევალა.