თენგიზ ფხალაძე ეგვიპტეში სუეცის არხის გახსნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი - საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში გაემგზავრა.
 
თენგიზ ფხალაძე საქართველოს პრეზიდენტის სახელით მონაწილეობას მიღებს ეგვიპტეში დაგეგმილ სუეცის არხის გახსნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში და ეგვიპტის პრეზიდენტს აბდელ ფატაჰ ალ-სისის გიორგი მარგველაშვილის მისალოც წერილს გადასცემს.
 
გაფართოებული სუეცის არხის გახსნა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკისათვის ისტორიული მნიშვნელობის მოვლენას წარმოადგენს და მასზე დასწრებას მსოფლიოს მრავალი სახელმწიფოს ლიდერი და მაღალი თანამდებობის პირი გეგმავს.
 
საქართველო-ეგვიპტის პარტნიორული ურთიერთობიდან გამომდინარე და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დიდი პოტენციალის გათვალისწინებით, ღონისძიებაში ქართული მხარის შესაბამის მონაწილეობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.